UFC-ს სუპერვარსკვლავი, ხორხე მასვიდალი, Fox News-ზე, ჯესი უატერსის გადაცემას ესტუმრა, სადაც კოლბი კოვინგტონთან მოახლოვებულ ბრძოლაზე ისაუბრა. ხორხემდე ამ გადაცემაში სტუმრად კოლბიც იყო, რომელმაც ჩვეულ სტილში, მასვიდალი გამოლანძღა. სწორედ კოლბის ეს ვიდეო ჩანაწერი მოასმენინეს მასვიდალს სადაც კოვინგტონი ამბობს: “ის ბევრს ლაპარაკობს, ჯო ბაიდენივით. თუმცა ის ჯორნიმენია, და მე მას ყველას თვალწინ გავანადგურებ”. ტერმინი “ჯორნიმენი” საბრძოლო სპორტებში ეწოდება იმ მებრძოლს, რომელიც სანახაობრივი, გამორჩეული და თავგადასავლების მოყვარულია, თუმცა მასში არაფერია დიდებული და არც საჩემპიონო კალიბრისაა. სწორედ ამ ტერმინის ხსენებაზე გაეცინა წამყვანს და ხორხეს სიცილით მიმართა – “მან შენ ჯორნიმენი გიწოდა…”. მასვიდალის შემდეგი გამომეტყველება კი ყველაფერს ამბობს.
მიუხედავად ამისა, ხორხემ წამყვანის მაგივრად აგრესია კოლბისკენ გადაიტანა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი სიამოვნებაა ის, რომ ოქტაგონზე კოლბის ცემა მოუწევს.