წარმოგიდგენიათ, რომ მარკო როისი დორტმუნდიდან ნაწყენი წავიდეს? არადა, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს.
როისი უკმაყოფილოა იმით, რომ კლუბი ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს, ხოლო იუსუფა მუკოკოს ახალ ხელშეკრულებზე ბევრი იზრუნეს. გერმანული Sport1 წერს, რომ როისმა თავის აგენტს სთხოვა ახალ კლუბზე მუშაობა.
33 წლის შემტევი ნახევარმცველი დორტმუნდის თილისმაა, უმაგრესი ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან არ გაუმართლა – ტრავმები…
და სავარაუდო მომავალი კლუბი? ასეთი ორია: მანჩესტერ იუნაიტედი და ლაიპციგი. თავის დროზე, როისი სწორედ ლაიპციგის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა გადაიყვანა გლადბახიდან დორტმუნდში…
და ასევე დაიწერა, რომ მანჩესტერ იუნატედის მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი პირადად შეხვდა როისის წარმოამდგენელს.
მარკოს დორტმუნდთან კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება.