ატლეტიკო ახალ მწვრთნელს ეძებს? თან წარმოუდგენელია კლუბი დიეგო სიმეონეს გარეშე, თან ხმები გავრცელდა, სიმეონე თავად აპირებს წასვლას და პაუზის აღებასო…
დაიწერა ერნესტო ვალვერდეს კანდიდატურაზე. ვალვერდე ბარსელონადან წასვლის მერე თავისუფალია და ცოტა არ იყოს, გაუგრძელდა დასვენება.
პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ Marca-სთან კომენტარი გააკეთა:
„სიმეონე კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილია. აზრადაც არ მოგვსვლია, რომ მისი შემცვლელი გვეძებნა. ეს გასაკვირი და თანაც, არასამართლიანი იქნებოდა ჩვენი მხრიდან“.
ატლეტიკო სუსტად თამაშობს ლა ლიგაში, ეგაა ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალშია გასული და მანჩესტერ იუნაიტედთან მოუწევს დაპირისპირებები.