“წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო დრეიკი” – ხაბიბ ნურმაგომედოვი

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, დაუმარცხებელი ხაბიბ ნურმაგომედოვი Full Send Podcast-ს ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. წამყვანებმა ხაბიბს თავის მუსიკალურ გემოვნებაზე ჰკითხეს, რაზეც ხაბიბმა ამერიკელი რეპერი, დრეიკი გაიხსენა, რომელიც აწონვებზე კონორ მაკგრეგორის კუთხეში იდგა.

“გეფიცებით, აწონვებამდე არ ვიცოდი ვინ იყო დრეიკი, წარმოდგენა არ მქონდა. ხალხი ამბობდა, რომ ეს ტიპი ძალიან ცნობილი იყო. შეიძლება ქუჩაში ან სადმე მისი სიმღერები გაგონილი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი ვინ იყო. რაც შეეხება მუსიკას, ბავშვობაში ვუსმენდი ემინემს, 50 ცენტს, DMX-ს და ა.შ. სიმღერა, რაზეც მე გამოვდიოდი, დაღესტანის შესახებ იყო. მე უბრალოდ ავირჩიე ეს სიმღერა და შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *