წილისყრა: გაირკვა, ვის შეხვდება დინამო ბათუმი-სივასპორს შორის გასული

შვეიცარიის ქალქ ნიონში გაიმართა კონფერენციის ლიგის ჯგუფში გამსვლელი ფლეი-ოფის წილისყრა, ანუ გაირკვა თუ ვის შეხვდება ბათუმის დინამო-სივასპორის წყვილში გამარჯვებული.

 

მოკლედ, ბათუმელები თურქულ გუნდს თუ მოუგებენ, შეხვდებიან ბულგარეთის ლოკომოტივ პლოვდივსა და დანიურ კოპენჰაგენს შორის გასულს. ამ წყვილში ფავორიტი კოპენჰაგენია. ამ გუნდში, როგორც იცით, დავით ხოჭოლავაც თამაშობს … ბათუმელებისთვის უარესი მეტოქეც შეიძლებოდა: იტალიური რომა.

 

დინამო ბათუმი-სივასპორის მატჩები 5-12 აგვისტოს გაიმართება. ჯგუფში გამსველელი ფლეი-ოფის თამაშები 19-26 აგვისტოს… ბათუმელები თუ გავლენ, ლოკომოტივ პლოვდივისა და კოპენჰაგენს შორის გასულს პირველ მატჩს შინ ეთამაშებიან.

 

ფლეი-ოფის ერთ-ერთი ერთი სავარაუდო წყვილია რუბინი-გენტი… მანამდე ისეტ გუნდებს ხვდებიან, სადაც ფავორიტები არიან. ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძის სავარაუდო დაპირისპირება? ერთი კი არის, კვარა შსაძლოა მანამდე გადავიდეს სხვა გუნდში, ჩაკვეტაძეს კი ბოლო პერიოდში თამაში არ უწევს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *