ტოკიოს ოლიმპიადაზე კენჭისყრა დასრულდა და ჩვენმა ძუიდოისტებმათავიანთი მეტოქეები შეიტყვეს. ტრადიციულად ზოგს გაუმართლა, ზოგს არა.
60 კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი (24 ივლისი)
60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, 2019 წლის საუკეთესო ძუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი წარადგენს.
ლუხუმი ოლიმპიადაზე 1/8 ფინალურ ეტაპზე ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ეშლი მაკენზი/კარამატ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული იქნება.
მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი წონის უმთავრეს ფავორიტ – იაპონელ ტაკატოსთან მოგვიწევს დაჭიდება.
60 კგ წონით კატეგორიაში 3 ქართველი მამლუქი ჭიდაობს – რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი, პირველ ნომრადაა განთესილი), თორნიკე ჭკადუა (ნიდერლანდები, შესაძლოა მეორე რაუნდში მშვიდობაძეს შეხვდეს) და ლუკა მხეიძე (საფრანგეთი).
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი (25 ივლისი)
66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ვაჟიკო მარგველაშვილი წარმოადგენს. ქართველი ფალავანი D ჯგუფის ლიდერად განითესა და ოლიმპიადაზე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება.
ვაჟას პირველი მეტოქე იაკუბ შამილოვ/სებასტიან სიედლს შორის გამარჯვებული იქნება. თუ ქართველმა ეს რთული ეტაპი გაიარა, 1/4 ფინალში გაცილებით სუსტი ძიუდოისტი დაუპირისპირდება.
მარგველაშვილი თუ 1/2 ფინალში გავა, იქ მას C ჯგუფის გამრჯვებული დაუპირისპირდება – სავარაუდოდ სამხრეთ კორეელი ბაულ ანი (C ჯგუფშია ასევე უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველი მამლუქი გიორგი ზანთარაია).
წონის გამოკვეთილი ლიდერები ბადის ზედა მხარეს მოხვდნენ. A ჯგუფის ლიდერი რეიტინგის პირველი ნომერი მანუელ ლომბარდო იქნება, ხოლო B პულს მასპინძელი – ჰიფუმი აბე უდგას სათავეში.
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი (26 ივლისი)
73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.
2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს წილისყრაში გაუმართლა – C პულში მოხვდა, ტურნირს 1/16 ფინალიდან დაიწყებს და მისი
პირველი მეტოქე ბარბოსა/ჩაინეს შორის გამრჯვებული იქნება. ანგარიშგასაწევი ძალაა კანადელი კანადელი მარგელიდონი და სომეხი კარაპეტიანი, თუმცა ლაშას წესით არ უნდა გაუჭირდეს 1/2 ფინალში გასვლა.
D ჯგუფის ლიდერები ერთმანეთს მეორე წრეშივე ხვდებიან – ფაბიო ბაზილე ჩანგრიმ ანის წინააღდეგ.(С ჯგუფის გამრჯვებული 1/2 ფინალში ხვდება D ჯგუფის გამარჯვებულს)
A ჯგუფი – სიკვდილისაა, რადგან აქ თავი მოიყარეს შოჰეი ონომ, რუსტამ ორუჯოვმა და მუსა მოგუშკოვმა. რუსი და აზერბაიზანელი ფალავნები ერთმანეთს მეორე წრეში ხვდებიან.
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი (27 ივლისი)
81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ტატო გრიგალაშვილი წარადგენს, რომელიც D ჯგუფის ლიდერად განითესა.
ტატო მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე მურადოვ/ენდრიუს შორის გამარჯვებული იქნება. 1/8 ფინალში გრიგალაშვილს სავარაუდოდ სამხრეთ კორეელ სუნგჰო ლისთან მოუწევს ჭიდაობა, ხოლო 1/4 ფინალში მონღლეთის სახელით მოასპარეზე საედ მოლაეისთან.
C ჯგუფში ერთმანეთს ორი ქართველი მამლუქი ხვდება – ანრი ეგუტიძე (პორტუგალია) შამილ ბორჩაშვილის (ავსტრია) წინააღდეგ.
B პულში 1/4 ფინალში იკვეთება ფრენკ დე ვიტის და ტაკანორი ნაგასეს გზები, A პულში კი მატიას კასე – ალან ხუბეცოვის.
90 კგ – ლაშა ბექაური (28 ივლისი)
90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ლაშა ბექაური წარადგენს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტრავმა მიიღ და საინტერესოა რამდენად მოახერხა სრულად გაევლო რეაბილიტაციის პერიოდი.
ლაშას წილისყრაში აშკარად გაუმართლა – 1/16 ფინალში პოლონელი კუჩერა ყავს, 1/8 ფინალში კლამერტი/კოჩმანის გამარჯვებული, ხოლო მეოთხედფინალში სავარაუდოდ უზბეკი დავლათ ბობონოვი.
წონითი კატეგორიის ლიდერია ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც A ჯგუფშია მოხვედრილი.
ნიკას მეოთხედფინალამდე სერიოზული მეტოქე არ ყავს, იქ კი შესაძლოა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი შეხვდეს.
შერაზადიშვილი- ბექაურის გზები 1/2 ფინალში იკვეთება.
C ჯგუფის ლიდერი ნიდერლანდელი ვან ტენდ ნოელია, რომელსაც არ უნდა გაუჭირდეს 1/2 ფინალში გასვლა.
D ჯგუფი სიკვდილისაა – კრისტიან ტოტი, სოჩირო მუკაი, ნემანია მაიდოვი, ედუარდ ტრიპელი და დონგჰან გვაკი იბრძოლებენ ნახევარფინალის საგზურისთვის.
100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი (29 ივლისი)
100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღრსებას ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს, რომელიც 1/8 ფინალიდან ჩაერთვება საქმეში და პირველ მეტოქედ შაჰსა და დარვიშს შორის გამარჯვებული ეყოლება. 1/4 ფინალში „ლიპოს“ სავარაუდოდ ფრანგ ალექსანდრ იდირთან მოუწევს დაჭიდება, 1/2 ფინალში კი ტურნირის მასპინძელ აარონ ვოლფთან (ან ებრაელ პიტერ პალჩიკთან).
C ჯგუფში მოხვდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი – ხორხე ფონსეკა, რომელსაც პულში მთავარ მეტოქედ რუსი ნიაზ ილიასოვი ყავს.
D ჯგუფში განითესნენ სამხრეთ კორეელი გუჰამ ჩო და ნიდერლანდელი მაიკლ კორელი.
+100 კგ – გურამ თუშიშვილი (30 ივლისი)
მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს გურამ თუშშვილი წარადგენს. „თუში“ B ჯგუფში მოხვდა და ოლიმპიადას 1/8 ფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი პირველი მეტოქე რახიმოვ/გრანადას შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში გურამს ან ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან მოუწევს დაჭიდება, ანდაც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე „მამლუქ“ უშანგი კოკაურთან.
თუშიშვილს არ უნდა გუჭირდეს 1/2 ფინალში გასვლა, სადაც ქართველს სავარაუდოდ ლეგენდარული ფრანგი – ტედი რინერი შეხვდება.
„ტედი ბიარი“ განთესილთა შორის მოხვდა და ბრმა წილისყრით A პულში „ჩაჯდა“, სადაც პირველ მოწინააღდეგედ სტეფან ჰეგი ყავს, მეორე რაუნდში ებრაელი ორ სასონი და 1/4 ფინალში სავარაუდოდ რუსი ტამერლან ბაშაევი.
C პულში 1/8 ფინალში იაპონურ-სამხრეთ კორეული დაპირისპირება იქნება: ჰარასავა კიმის წინააღმდეგ.
D ჯგუფში განითესნენ ჩეხი ლუკაშ კრპალეკი და ნიდერლანდელი ჰენკ გროლი.
ქალთა ბადე
ქალთა ბადეში 2 წარმომადგენელი გვეყოლება. 52 კგ წონით კატეგორიაში მარიანა ლევიცკა შუკვანი იჭიდავებს (25 ივლისი), რომელიც პირველ რაუნდში ჰაიტელ საბიანა ანესტორს ხვდება, მეორე რაუნდში კი წონის ლიდერი ამანდინ ბუშარი ელოდება.
57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადას ანგოლელ მუჩუნგაისთან დაპირისპირებით იწყებს(26 ივნისი). წესით ქართველს არ უნდა გაუჭირდეს ამ ეტაპის გავლა, მეორე რაუნდში კი გერმანელი ტერეზა შტოლია.1/4 ფინალში სავარაუდო მეტოქედ ჩანს ფრანგი სისქო.