საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩები ძალზედ შედეგიანი ჰქონდა, მათ ბოლო 3 მატჩიდან სამივე მოიგეს, ჯერ პრიშტინაში კოსოვოს ნაკრები დაამარცხეს 1-2, შემდეგ ბათუმში შვედეთის ნაკრებს 2-0 სძლიეს, ბოლოს კი გორში ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრებთან 1-0 იმარჯვეს და წელი პოზიტიურად დაასრულეს.
აღნიშნულმა გამარჯვებებმა რა თქმა უნდა FIFA-ს რეიტინგზეც იქონია გავლენა და “ჯვაროსნები” 7 პოზიციით დაწინაურდნენ და ამჟამად 86-ე ადგილზე იმყოფებიან. რეიტინგში ქართველების მეზობლები, სირიის და ჰაიტის ნაკრებები არიან.
რეიტინგში ქართველებმა სომხებს გადაასწრეს, რომლებმაც მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს ყველა მატჩი დათმეს, ჯერ ჩრდიოლოეთ მაკედონიასთან სახლში 0:5, ხოლო შემდეგ გერმანიასთან ასევე სახლში 1:4.
რეიტინგის ლიდერი ისევ ბელგიის ნაკრებია, მეორეზეა ბრაზილია, მესამე კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები, ფრანგები არიან.