კვირას, ინგლისის ლიგის, იგივე კარაბაოს თასის ფინალში, ჩელსის მწვრთნელებმა ბასკი მეკარე, კეპა არისაბალაგა მინდორზე დამატებითი დროის ბოლოს გამოიყვანეს. პენალტების სერიის დრო მოდიოდა და მისი იმედი ჰქონდათ. მაგრამ კეპამ ვერცერთი დარტყმა მოიგერია, საკუთარი თერთმეტმეტრიანი კი ცაში გააფრინა…
ლივერპულმა 11:10 მოიგო და თასს დაეუფლა.
კეპა შოკირებული გახლდათ მომხდარით. მაგრამ ალბათ კაეშანი დიდ ხანს არ გასტანდა, ტრიბუნიდან ხომ მეგობარი, 2020 წლის მის სამყარო, ყოფილი კალათბურთელი, ანდრეა მარტინესი უცქერდა. ზურგზე კეპას გვარი ეწერა და შთაგონებით ქომაგობდა მას. შემდეგ კი ისეთი სიტყვები მისწერა, მკვდარსაც რომ გააცოცხლებდა.
„როცა კალათბუთს ვთამაშობდი, ერთი რამ გავითავისე – გუნდი ყოვლთვის გუნდია. იქ არ არიან გმირები და დამნაშავეები.
ახლა მგონია, რომ ძალიან უსამართლო რამ მოხდა. ნამდვილ გულშემატკივრებს დღეს უნდა გამოეხატათ სითბო და არა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენ ვამაყობთ შენით, როგორც მეკარით და უფრო მეტად როგორც ადამიანით.
შენ ყველაზე თავმდაბალი, ბრწყინვალე, კეთილი, დიდსულოვანი, ინტელექტუალური, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და ლამაზი სულის ადამიანი ხარ, მათგან, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
ეს უზარმაზარი წიგნის მხოლოდ სტრიქონია. წინ ჩემო ბიჭო, მიყვარხარ!“ – წერს ინსტაგრამში ანდრეა.
აბა, როგორია?