გიორგი წიტაიშვილმა, შესაძლოა, ამ ზამთარს კლუბი შეიცვალოს. წიტაიშვილი კიევის დინამოს ფეხბურთელია და ოდესის ჩერნომორეცშია განათხოვრებული, თუმცა დიდი შანსია, იანვარში სლოვაკეთის სლოვანში გადავიდეს. გუნდში, სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ხოლო მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია.
სლოვანი ქვეყნის ჩემპიონატში ლიდერია 6-ქულიანი უპირატესობით.
წიტაიშვილმა კარგად ითამაშა საქართველოს ნაკრებში და ჩერნომორეცშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
უკრაინული Meta-Ratings-ის ცნობით, სლოვანს გიორგის გამოსყიდვაც სურს. უფრო სავარაუდოა, რომ კიეველებს ჯერ იჯარაზე შეუთანხმდებიან, შემდეგ კი 2 მილიობი ევროს ფარგლებში შესთავაზებენ ტრანსფერს.