წიტაიშვილი მოქმედ ჩემპიონს უახლოვდება – ყველაფერი წესით მალე გადაწყდება

გიორგი წიტაიშვილი კარიერას დიდი ალბათობით პოლონეთში გააგრძელებს. meczyki.pl-ის ცნობით, ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ლეხ პოზნანი აწარმოებს. ისიც დაიწერა, რომ დიდი შანსია ყველაფერი პოლონელთათვის სასიკეთოდ დასრულდეს და ჩვენებური ლეხში ვიხილოთ. ლეხს ქართველი ნახევარმცველი 1 წლიანი იჯარით სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები თავიდან ჩიხში შევიდა, რადგან მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა.

შეგახსენებთ, რომ პოზნანის ლეხი პოლონეთის მოქმედი ჩემპიონია. ამ გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იცავს. ლეხი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყარაბახს შეხვდება.

რაც შეეხება წიტაიშვილის ბოლო ამბებს, კიევის დინამოს საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი, ბოლოს ვისლა კრაკოვში თამაშობდა. ქართველმა ფლანგელმა ვისლაში 7 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published.