წლის აღმოჩენა – ხვიჩა კვარაცხელია!

ITALPRESS-მა სერია ა-ს მწვრთნელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლებსაც რამდენიმე კითხვა დაუსვეს:

1) რომელი გუნდია სეზონის აღმოჩენა
2) რომელი მოთამაშეა სეზონის აღმოჩენა
3) ვინაა ჩემპიონატის ფავორიტი

პასუხი 20-დან 17-მა სპეციალისტმა გასცა, გამონაკლისი: რომაული გუნდებისა და მონცას მწვრთნელები აღმოჩნდნენ.

წლის აღმოჩენა ხვიჩა კვარაცხელია გახდა: 17-დან 10-მა მწვრთნელმა ხმა სწორედ ქართველს მისცა!

ვინ იყვნენ მწვრთნელები, რომლებმაც ქართველი დაასახელეს? – სიმონე ინძაგი (ინტერი); სტეფანო პიოლი (მილანი) ვინჩენცო იტალინო (ფიორენტინა); ანდრეა სოტილი (უდინეზე); მარკო ძაფარონი (ვერონა); დევიდ ბალარდინი (კრემონეზე); ტიაგო მოტა (ბოლონია); ივან იურიჩი (ტორინო); ალესიო დიონისე (სასუოლო); ლუკა გოტი (სპეცია).

თავად ლუჩანო სპალეტიმ არც ნაპოლი და არც კვარა არ დაასახელა: აღმოჩენა მისთვის – ემპოლის ფეხბურთელი ბალნდანზია, ხოლო ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც მეტ ქულას მოიპოვებს.

რაც შეეხება მაქს ალეგრის, მან მხოლოდ ერთ შეკითხვას უპასუხა: ჩემპიონი ნაპოლი გახდებაო…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *