წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ანეტ კონტავეიტმა 6:3 6:4 სძლია ბარბორა კრეიჩიკოვას და B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

ძალიან ცუდად არის დაკომპლექტებული WTA-ს კალენდარი. კრეიჩიკოვას რამდენიმე დღის წინ სანაკრებო მატჩების ჩატარება მოუწია ბილი ჯინ კინგის თასზე, რის შემდეგაც ბარბორას მოუწია სასწრაფოდ გადმოფრენა პრაღადან მექსიკაში. ჩეხმა ჩოგბურთელმა აშკარად ვერ მოასწრო დასვენება, ბოლომდე ვერ გაიარა აკლიმატიზაცია, რაც მის თამაშს აშკარად ეტყობოდა.

null

ანეტმა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და 5 ნათამაშები გეიმის შემდეგ 4:1-ს იგებდა. ჩეხმა ჩოგბურთელმა ნელ-ნელა დაალაგა სიტუაცია საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სეტი მაინც ესტონელმა მოიგო 6:3.

მეორე პარტიის პირვესავე გეიმში შეძლო კონტავეიტმა მეტოქის ჩაწოდების აღება და ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა. ჩეხი ჩოგბურთელი ბევრს ეცადა, თუმცა ბრეიკპოინტამდეც კი ვერ მივიდა. ანეტი ბრწყინვალედ აწვდიდა – მის ჩაწოდებაზე გათამაშებული 30 ქულიდან 24 მოიგო და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყავანა.

B ჯგუფის მეორე შეხვედრაში კაროლინა პლიშკოვამა დრამატულ ბრძოლაში შეძლო გარბინია მუგურუზას დამარცხება 4:6 6:2 7:6.

პირველ სეტში ოდნავ უკეთესად ესპანელი გამოიყურებოდა, რომელმაც 0:2-დან ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მოპოვებული ჰანდიკაპი წარმატებით შეინარჩუნა პარტიის ბოლომდე.

მეორე სეტში უკვე ჩეხი ჩოგბურთელი დომინირებდა, რომელმაც 33 წუთში ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, საკუთარი არცერთხელ არ დაუკარგავს და პარტიებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1:1 (4:6 6:2).

მესამე, გადამწყვეტი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად ისევ კაროლინა გამოიყურებოდა და მატჩიც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთსეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 9:2 გახდა ჩეხის სასარგებლოდ.

დღეს კორტზე უკვე A ჯგუფის ჩოგბურთელები გამოვლენ – მარია საკარი იგა სვიონტეკს ეთამაშება, ხოლო არინა საბალენკა პაოლა ბადოსას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *