თუ საუთჰემპტონის თამაშებს თვალს არ ადევნებ, ჯობს, დაიწყო: გუნდს, რომელსაც დიდი რესურსი არ აქვს და ბოლო სამი წლის საუკეთესო მეგოლე გაყიდა (დენი ინგსი ვილადან ზაფხულში წავიდა), მე-10 პოზიციაზეა, ტოპ გუნდებს კი ქულებს რეგულარულად ართმევს.
ნაწილობრივ, ამას ეშმაკობითაც ახერხებს. The Athletic-ის ჟურნალისტი, დენ შელდონი წერს, რომ, მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგის 24-დან 14 შეხვედრაში, მეორე ტაიმში, საუთჰემპტონის ფეხბურთელები ტკივილს უჩივიან და სამედიცინო დახმარებას ითხოვენ.
აი, მაგალითი ნიუკასლთან მატჩის დროს
სიტისთან, სექტემბერში
ისევ სიტისთან, მაგრამ იანვარში. ისევ ტრავმა და, ამ დროს, სხვა ფეხბურთელები ენერგიას იღდგნენ.
პარალელურად კი მწვრთნელს უსმენენ…
შეჩერებები სულ ერთსა და იმავე დროს – 60-დან 70-ე წუთამდეა. ძირითადად, ეს შეჯახების შემდეგ არ ხდება, ფეხბურთელები, უბრალოდ, სხდებიან და სამედიცინო დახმარებას ითხოვენ. სავარაუდოდ, საუთჰემპტონმა ტაიმ-აუტის ახალი წესი მოიგონა…
ეს პაუზა რაში სჭირდებათ?
წმინდანების სათამაშო სტილი ინტენსიური ფეხბურთია: პრესინგის ინტენსივობით, ლიგაში, გუნდი მეექვსეზეა, მეტოქის მოედანზე ბურთის ჩაჭრითა და კარში დარტყმით კი – მეორე.
როტაცია მათ ვერ ეხმარება – რალფ ჰაზენჰუტლს ძალიან პატარა სათადარიგოთა სკამი ჰყავს.
მაგალითი იმისა, თუ ეს ეშმაკობა როგორ მუშაობს. ჩელსისთან მატჩის დროს, ნათან ტელა მშვენივრად გამოიყურებოდა, ჩელსის შეტევა როცა დასრულდა, უბრალოდ დაჯდა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა..,
როცა ველას დახმარებას უწევდნენ, დანარჩენები ჰაზენჰუტლს უსმენდნენ…
და საჭმელს ჭამდნენ…
რას ჭამენ?
სპორტსმენების ფიზიოთერაპევტმა, ფილ ჰევარდმა, რომელიც 2020 წლამდე ვულვზში მუშაობდა, განმარტა:
* ფეხბურთელები მალტოდეკსტრინის ენეგეტიკულ გელს მიირთმევენ – ნახშირწყლები, რომლებიც თვისობრივად გლუკოზასთანაა ახლოს.
* გელში მოთავსებული ნახშირწყლები გლიკოგენად გარდაიქმნება და, საბოლოოდ, გლუკოზის სახეს იღებს, რომელსაც კუნთები ენერგიის წყაროდ იყენებს.
* საკვების სახით რატომ იღებენ და არა წყლის? კონცენტრაციის გამო: მალტოდეკსტრინის იგივე დოზა წყლის საშუალებით რომ მიიღო, ბევრის დალევა მოგიწევს…
* საჭმლის მიღებიდან შედეგი 10 წუთში მოდის. როგორც წესი, ამას შესვენებაზე იღებენ, თუმცა საუთჰემპტონის სათამაშო სტილს თუ გავითვალისწინებთ, ფეხბურთელების ნაწილს დამატებითი დოზაც სჭირდება.
“ტრავმა” ვინ უნდა მიიღოს, ამას გარკვეული წესი აქვს. ძირითადად, ტრავმას თავდამსხმელი იღებს, “რეკორდსმენი” ადამ არმსტრონგია: 60-დან 70-ე წუთამდე, მას სამედიცინო დახმარება უკვე 4-ჯერ დასჭირდა….
ლოგიკა ასეთია – თავდამსხმელი შედარებით ნაკლებს მოძრაობს და აღსადგენად დამატებითი საკვების მიღება არ სჭირდება.
“ეს გუნდური ძალისხმევაა. დარწმუნებული ვარ, იდეა ჰაზენჰუტლს მეცნიერებმა შესთავაზეს და მანაც მიღო. საერთო ძალისხმევა, რომელიც შესანიშნავ მაგალითს გვაჩვენებს”
ეს “ტაიმ-აუტები” ეხმარებათ?
ამ ტაიმ-აუტებს საპირისპირო შედეგიც მოაქვთ: მე-60 წუთის შემდეგ, გუნდმა 9 გოლი გაიტანა, 14 კი მიიღო. ფრე ხელიდან ევერტონთან, ნორვიჩთან და ვულვზთან გაექცათ, სიტისთან და პალასთან იგებდნენ, თუმცა შედეგი ვერ შეინარჩუნეს.
პოზიტიური შედეგი ოთხია: ტოტენჰემს და ვესტ ჰემს მოუგეს, ნიუკასლთან და ბრენდფორდთან ქულა აიღეს.
აქ მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებიცაა
* საუთჰემპტონს როტაციისთვის ფეხბურთელები არ ჰყავს
* თამაშის სტილის ინტენსიურობა და სათადარიგოთა სკამის არ ქონა ტრავმიანობას იწვევს.
* გუნდი თავზე მაღლა ახტა: პრემიერლიგაში მეათეა, როდესაც ხელფასებით მე-13 მე-14 ადგილს იკავებს.
ასეთ პირობებში, გადარჩენისთვის უნდა იბრძოდე. ფილ ჰეივარდი ფიქრობს, რომ ეს წარმატებაა: “ისინი წესებს არ არღვევენ, მაგრამ სარგებლის მიღებას კი ცდილობენ. მათზე ჩივილის ნაცვლად, ჯობს რომ საუთჰემპტონისგან რაღაცები ვისწავლოთ,” – თქვა ფილ ჰეივარდმა.