“წნეხი? წარმოშობით იქიდან ვარ, სადაც არ იციან, ხვალ რას შეჭამენ!”

გერმანიის ნაკრების მცველმა ანტონიო რიუდიგერმა საინტერესო ისტორია მოჰყვა თვისი ცხოვრებიდან. რიუდიგერი ბერლინში დაიბადა, ხოლო დედამისი წარმოშობით სიერა-ლეონედან არის…

„საიდანაც წარმოშობით ვარ, იქ ფეხბურთზე კი არა, ცხოვრებაზეა წნეხი. იქ არ იცი, ხვალ რას შეჭამ. როცა ბუცებზე თასმებს ვიკრავ და თუნდაც პატარა წნეხი მაქვს თამშის წინ, მახსენდება ცხოვრების ის მომენტები და ყველაფერი მეხსნება.

…როცა სამოქალაქო ომის მერე სიერა-ლეონეში ვიყავით, აეროპორტიდან ტაქსით მივდიოდი და საცობში მოვყევით. იქ დავინახე მთელი საშინელება და შიმშილობა. ყველანი ჰყიდდნენ ხილს, წყალს, ბოლო ტანსაცმელს. ერთმა ბიჭმა პური მოგვიტანა და გვთხოვა, იყიდეთო. შემდეგ მეორე მოვიდა და გვითხრა, გთხოვთ, იყიდეთ, ეს ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო პურიაო. მაშინ მივხვდი, რატომ მიაჩნდათ ჩემს მშობლებს ბერლინის პატარა უბანი სამოთხედ.

…ესაა წნეხი და ესაა ნამდვილი ცხოვრება. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალის (ჩელსი-მანჩესტერ სიტი)  წინა ღამეს უმწეო ბავშვივით დამეძინა, ხოლო როცა გამეღვიძა, თავს დაუმარცხებელ ადამიანად ვგრძნობდი. და ასეც მოხდა. მოვიგეთ“ ( The Players’ Tribune)

Leave a comment

Your email address will not be published.