წონები ჩაბარებულია, პირისპირ დგომიც შედგა

პირველი ქართული მეინ ივენთი გვიახლოვდება – 29 აგვისტოს, გამთენიოს, გიგა ჭიკაძე UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვების მოპოვებას ედსონ ბარბოსასთან შეეცდება. აღნიშნული ბრძოლა, სტილისტიკის მიხედვით საოცარ მოლოდინებს უქმნის ყველა გულშემატკივარს. ანალიტიკოსები და გულშემატკივრები ამ დაპირისპირებას წლის ბრძოლად განიხილავენ. ეს ბუნებრივიცაა – ორი ელიტური სტრაიკერი ერთმანეთის წინააღმდეგ.

დღეს გაიმართა აღნიშნული ივენთის ოფიციალური აწონვები და პირისპირ დგომები. გიგამ და ბარბოსამ წონები წარმატებით დააფიქსირეს, პირისპირ დგომიც საკმაოდ დაძაბული იყო – ყველაფერი კვირას გამთენიოს, ოქტაგონზე გადაწყდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *