ჭიაბრიშვილი სამუშაო პროცესს დაუბრუნდა – “ეს მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია”

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ქართველ სპეციალისტს გულთან დაკავშიფრებით პრობლემები ჰქონდა და ოპერაცია ჩაუტარდა. დინამო თბილისის ოფიციალურ საიტზე ჭიაბრიშვილის განცხადება ვრცელდება.

“მოგესალმებით ყველას. ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მეხმარება და მხარს მიჭერს. 

პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბს, რომლებმაც პირველადი დახმარება აღმომიჩინეს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ასევე მადლობას ვუხდი თელავის ავთანდილ ყამარარაშვილის კლინიკას და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით ექიმებს ოთო გაბრიჩიძეს, ნინო ჩხაიძეს და ლევან ქარაზანაშვილს. 

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, დინამო თბილისის თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს, თანამშრომელს, ჩვენს გულშემატკივრებს – ელიტას და მენეჯმენტს. ყველა მათგანიდან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ და ძალიან მაძლიერებს. 

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, ვინც გვამხნევებდა მე და ჩემს ოჯახს. მადლობას გიხდით ყველას და მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დავბრუნდე იმაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. იმედი მაქვს სულ მალე ერთმანეთს სტადიონზე კვლავ შევხვდებით.” – წერია დინამოს საიტზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *