კიდევ ერთი ქართული მეინ ივენთი, სადაც გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება, 16 იანვარს გაიმართება.
გუშინ, არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში, კელვინმა გიგას შესახებ ისაუბრა: “ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ, გიგამ ჩემზე რაღაც თქვა… მე აუცილებლად გამოვიყენებ შანსს, რომ ამისთვის მას ვაზღვევინო.”
კატარის სიტყვებს გიგამ თვითერზე უპასუხა: “შენ არც კი იცი რას ლაპარაკობ, მაგრამ პირს მაინც არ აჩერებ. მე 25 წუთი არ გაცეკვებ, ჩემი ვალუტით გადაგიხდი”.