ჭორები თუ შენიღბული დანაშაული – რა ხდება ჯონსის ირგვლივ?

რამდენიმე დღის წინ, ჯონ ჯონსი ლას ვეგასში დააკავეს. ლეგენდარული მებრძოლი უშუალოდ UFC-ს დაჯილდოების შემდეგ დააკავეს, დაჯილდოების, რომელზეც იგი UFC-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ოფიციალური ინფორმაციით ჯონს ოჯახური ძალადობა ედებოდა ბრალად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი ძალადობის ობიექტი მისი საცოლე, ჯესი მოუზესი იყო.

მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, ჯონსი დღეს საკუთარ ინსტაგრამ სთორიზე საცოლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მათი ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულება ჩანს. ვიდეოს თემატურად შერჩეული სიმღერაც ადევს, რომლის ტექსტიდანაც ვისმენთ: “მე ყოველთვის შენთან ვიქნები, როგორც დუდ, ასევე კარგ დროსაც”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *