დიდ ბრიტანეტში გამართულ არნოლდ კლასიკის ფესტივალზე, ერთმანეთს MMA-ს ლეგენდები, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ჯორჯ სენტ პიერი შეხვდნენ. ხაბიბი საღამოს ოფიციალური სტუმარი იყო, ხოლო ჯი-ეს-პი სცენაზე მოულოდნელად გამოჩნდა და ხაბიბს უკნიდან, მახჩობელა ილეთით მიეპარა. ამის შემდეგ კი მათი დიალოგიც შედგა:
ხაბიბი: ბოლოს, როცა მას მოსკოვში შევხვდი, მეც გავუკეთე მტკივნეული.
სენტ პიერი: ახლა ჩემი ჯერი იყო, რადგან როცა ბოლოს ხაბიბს შევხვდი, რესტორანში, მანაც სწორედ იგივე გამიკეთა” – აღნიშნა ჯორჯ სენტ პიერმა.
ხაბიბი:ჯორჯი არის მამაჩემის ფავორიტი მებრძოლი. მე მისი ბრძოლების ყურებით გავიზარდე, დიდი პატივია მის გვერდით დგომა.
სენტ პიერი: შენ ყველაზე ახლოს ხარ იმ იდეალური მებრძოლის მოცემულობასთან, რასთანაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს. იდეალური კარიერა, დაუმარცხებელი, შენ დაამთავრე კარიერა ფორმის პიკში, ეს საოცრებაა.