ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის არშემდგარი ბრძოლა, MMA-ს გულშემატკივრებისთვის ყოველთვის დატოვებს უდიდესი დანაკლისის შეგრძნებას. ეს იყო დაპირისპირება, რომელიც საბრძოლო სამყარომ დაიმსახურა, თუმცა ვერ მიიღო – ბრძოლა არც მეტი არც ნაკლები, 5-ჯერ ჩაიშალა.
MMA HOUR-ში სტუმრობიას, ტონიმ ხაბიბთან დაპირისპირება სხვა ფორმატში მოისურვა: “მსურს Ultimate Fighter-ში, მწვრთნელების რანგში დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. ამაზე რას იტყვით? საუკეთესო გაიმარჯვებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მწვრთნელობა ხაბიბისას სჯობს. არ აქვს აზრი რა თამაშს ვითამაშებთ, ჩვენი დაპირისპირება მაინც ძალიან მაგარი იქნება”.
ტონის გამოწვევას ხაბიბი მალევე თანხმობით გამოეხმაურა: “ტონი, მე მომწონს ეს იდეა, დაურეკე შენს ბოსებს და უთხარი შემოთავაზება გაამზადონ.”
Tony I like the idea about TUF, call your bosses and let them make an offer, but if they don’t have ideas, I myself will offer you a deal on the @EagleFightClub platform, we doing some business here you know.
— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) May 17, 2022