მას შემდეგ რაც კონორი პორიესთან დამარცხდა სოციალურ ქსელებში ბევრი იწერება ამ მარცხის გამომწვევ მიზეზებზე და ასევე თუ როგორ განსხვავდებოდა ირლანდიელი წინა ბრძოლის შემდეგ. ამ ყველაფერზე კომენტარი ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმაც გააკეთა.
“როგორც დასტინმა თქვა, ეს უბრალო ხმაური იყო. ის არ იყო საკუთარი თავი. ის იყო ყალბი კონორი. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვნახეთ თუ რამდენად თბილად და კარგად იქცეოდა ის. ახლა კი სცადა რომ განსხვავებული ყოფილიყო, რაც იყო ყალბი. სწორედ ამის გამო არ იმუშავა “Trash Talk”-მა დასტინზე. ჩემი აზრით ასეთი ქცევა დიდი შეცდომა იყო. მან დასტინის “კანქვეშ შეღწევაზე” უფრო მეტი ენერგია დახარჯა ვიდრე საკუთარ თავზე. რატომ იყო მოწინააღმდეგეზე უფრო ფოკუსირებული? ის საკუთარ თავზე უნდა კონცენტრირებულიყო.”
“რა მოხდება მომავალში? არ ვფიქრობ რომ რამე შეიცველბა. მსაჯებმა პირველი რაუნდი 10-8 შეაფასეს. პორიე დომინირებმა კონორზე მთელი რაუნდი. კიდევ 100-ჯერ რომ იჩხუბონ, ასივეჯერ დასტინი მოუგებს.”