პრემიერლიგის მორიგ ტურში, მანჩესტერმა ევერტონს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 43-ე წუთზე ენტონი მარსიალმა გახსნა, 65-ზე კი ენდრიუ თაუსენდმა გაათანაბრა.
მატჩს UFC-ს მსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაესწრო. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხაბიბ” – წერია მანჩესტერის ტვიტერის გვერდზე, სადაც სპორტსმენს მანკუნიანელთა 7 ნომრიანი მაისურა უჭირავს.
Welcome to Old Trafford, Khabib #MUFC | #MUNEVE pic.twitter.com/DqkIKNafRu
— Manchester United (@ManUtd) October 2, 2021
ხაბიბმა კარიერაში 29 ბრძოლა გამართა და არც ერთში დამარცხებულა. ნურმაგომედოვმა კარიერა შარშან ოქტომბერში ჯასთინ გეითის დამარცხების შემდეგ დაამთავრა. მან დედას პირობა მისცა, რომ აღარ იბრძოლებდა. აღსანიშნავია, რომ დანა ვაითმა რამდენჯერმე სცადა ნურმაგომედოვის სპორტში დაბრუნება, თუმცა ამაოდ.