ხაბიბი ფეხბურთზე… ევრო, რონალდო, ბავშვობა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა:

„რვა გუნდი დარჩა და ორს ავირჩევ: ბელგიასა და ინგლისს. მათ ახალგაზრდული და შეკრული ნაკრებები ჰყავთ. შესაძლოა, ინგლისი გუნდურად უფრო ძლიერია, მაგრამ ორივენი ფავორიტები არიან“.

UFC-ის ლეგენდამ 433-ის ინსტაგრამზე ასევე დაასახელა თავისი საყვარელი ფეხბურთელი და კიდევ, ვის მიიჩნევს მთავარ ფავორიტად 2021 წლის ოქროს ბურთზე…

„ბრაზილიელი რონალდო. 9-10 წლის ვიყავი, როცა ის მეკარეებს ბომბავდა. მისი თამაში დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ყველაზე მეტად მახსოვს ის პერიოდი, როცა რეალში გადავიდა. და ჩემი ასაკის ბიჭებისთვის რონალდო იყო ადამიანი, რომელთანაც ასოცირდებოდა კიდეც ფეხბურთი.

…წლევანდელ ოქროს ბურთზე? ნგოლო კანტე. რა სამუშაოს ასრულებს საფრანგეთის ნაკრებში! ნახევარი წელიწადი გავიდა და ამ დროისტვის, ვფიქრობ, კანტე იმსახურებს ოქროს ბურთს“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *