UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის პოდკასტს ესტუმრა. ხაბიბმა არაერთ თემაზე ისაუბრა, თუმცა განსაკუთრებულად საინტერესო იყო საუბარი კონორის ბრძოლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.
“როცა კონორი დამბნებდა, გაკვირვებული ვიყავი. მის გამო ათასობით ირლანდიელი ჩამოვიდა ბრძოლის სანახავად და მან რა გააკეთა? დამნებდა… ამას ჯობდა დასძნებოდა. გავიმარჯვე, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი კიდევ რაღაც მინდოდა, შემდეგ მისი კუთხიდან მომესმა ჩემს მიმართ სიტყვები, ეს დილონ დენისი იყო. მინდოდა მისთვის გულზე მეკბინა… დარტყმა არა, მართლა კბენა მინდოდა”.
2018 წლის 7 ოქტომბერს გამართული, UFC-ს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ბრძოლა ხაბიბსა და კონორ მაკგრეგორს შორის, ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ხაბიბი ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან გადახტა და კონორის სპარინგ პარტნიორს, დილონ დენის თავზე დაახტა. მან დარბაზი პოლიციის თანხლებით დატოვა, დაეკისრა ფულადი ჯარიმები და დისკვალიფიცირდა გარკვეული დროით.