“ხაბიბმა და მისმა მეგობრებმა დამცინეს…” – დიაზი ხაბიბთან დაპირისპირებას იხსენებს [VIDEO]

ცოტამ თუ იცის, რომ ხაბიბს და დიაზს ერთმანეთის წინააღმდეგ უჩხუბიათ… თუმცა ეს ოქტაგონზის მიღმა მოხდა, 2015 წელს, როცა ხაბიბი ჯერ კიდევ მსუბუქი წონის კონტენდერი იყო.

დიაზის ხაბიბთან და მის მეგობრებთან დაპირისპირების ვიდეოკადრები მაშინ ვირუსულად გავრცელდა, თუმცა დეტალურად, თუ რა და როგორ მოხდა, დიაზმა წლების შემდეგ, არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ახსნა:

“მე მაშინ დარბაზში ჯეიკის, ჩემი მეგობრის ბრძოლის საყურებლად მივედი. სწორედ ამ დროს, ახლოს ხაბიბი და მისი მეგობრები იყვნენ, რომლებმაც სურათის გადაღება გადაწყვიტეს ისე, რომ უკან მეც გამოვჩენილიყავი. ამაზე მათ სიცილი ატეხეს, მე დამცინოდნენ. როცა ჩემი მეგობრის გამოსვლის დრო დადგა, მათ ეს დამცინავი შეძახილები მასზე გადაიტანეს, დაახლოებით 12 რუსი ბიჭი იყო. მე მას სახეში გავარტყი, თუმცა ხაბიბმა ვერაფერი ქნა, ხმაც ვერ ამოიღო. დაცვამ გამაგდო, მე კი მათ გარეთ გაცოფებული ვუცდიდი, რათა ყველა მეცემა. ეს არ უნდა გამეკეთებინა, სულელური და გიჟური საქციელი იყო.”

Leave a comment

Your email address will not be published.