ხაბიბმა კარიერა დაასრულა, თუმცა დარტყმას ახლა სწავლობს [VIDEO]

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა გასული წლის ოქტომბერში, ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ დაასრულა. მიუხედავად ამისა, იგი ყოველდღიურად აგრძელებს აქტიურ ვარჯიშს. ხაბიბი მწვრთნელის ამპლუასაც ხშირად ირგებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საბრძოლო კლუბში “AKA”-ში. AKA-ს მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც ხაბიბის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის, გაავრცელა ვიდეო, სადაც ხაბიბი ე.წ ჰუკის დარტყმას სწავლობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *