ხაბიბ ნურმაგომედოვის საქართველოში ვიზიტის თარიღი ცნობილია

დღეს გამართულ Gorilla Energy-ს პრესკონფერენციაზე UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურაგომედოვმა საქართველოში ვიზიტი დაანონსა. “26 სექტემბერს, ტურნირი გვექნება საქართველოში, სადაც რენატ ხავალოვი ქამარს დაიცავს”. რენატი Eagle FC-ს მებრძოლია, ორგანიზაციის რომლის პრეზიდენტიც ხაბიბ ნურმაგომედოვი გახლავთ.

ხაბიბი საქართველოში ერთხელ უკვე არის ნამყოფი. იგი დედაქალაქს 2018 წლის ზაფხულში ესტუმრა. ბოლო პერიოდშიც განსაკუთრებით იყო მოხშირებული მისი მეორე ვიზიტის შესახებ საუბრები, იგი თბილისის მერს, კახი კალაძეს ზუმის მეშვეობით ესაუბრა. ასევე მერაბ დვალიშვილმაც არაერთხელ ახსენა, რომ ხაბიბს საქართველოში გეგმები ჰქონდა. როგორც ჩანს, სწორედ ზემოთხსენებულ ტურნირზე იყო საუბარი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *