მსოფლიოს რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა წარმატებით გადალახა US OPEN-ის პირველი რაუნდი. სერბმა ჩოგბურთელმა 6:1 6:7 6:2 6:1 დაამარცხა ჰოლგერ რუნე.
პირველი სეტი „ნოლემ“ ძალიან მარტივად მოიგო – 27 წუთში ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და 6:1 იმარჯვა.
მეორე პარტიის სტარტზე, მსოფლიოს 145-ე ჩოგანმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა.ნოვაკი დროულად გამოფხიზლდა – ზედიზედ 4 გეიმის მოგებით უკვე სერბი გავიდა წინ ბრეიკიანი ჰანდიკაპით 4:3.
რუნემ გაიბრძოლა და მერვე გეიმში კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება 4:4. მეორე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც საწყისი 4 გათამაშება დანიელმა ჩოგბურთელმა მოიგო და შემდეგ სეტიც ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა – 7:6(7:5)
THE CROWD IS ON THEIR FEET
Holger Rune wins the second set over Novak Djokovic in a tiebreak. #USOpen pic.twitter.com/x2s9hu1GEP
— US Open Tennis (@usopen) September 1, 2021
მეორე სეტის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე შეკრებილი მაყურებელი რუნეს სახელს სკანდირებდა და აშკარად აგრძნობინა ჯოკოვიჩს, რომ დანიელის მხარეს იყვნენ.
ნოვაკი დროულად მოეგო გონს, მოახერხა მობილიზება და მომდევნო 2 სეტში უბრალოდ კორტიდან “გააქრო” რუნე,თავის გულშემატკივრებთან ერთად 6:2 6:1.
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტურნირის მეორე წრეში ნიდერლანდელ ტალლონ გრიკსპურს შეხვდება(N 121), რომელმაც თავისმხრივ 5 სეტში დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიცი – 2:6 7:6 4:6 6:4 7:5.
„ნამდვილად არ მესმოდა, თუ რას ყვიროდნენ მაყურებლები. მეგონა, რომ უბრალოდ ემოციას გამოხატავდნენ. არ მეგონა, თუ ხალხი ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა განწყობილი.
ცენტრალურ კორტზე შექმნილი გარემო ჩემთვის იდეალური ნამდვილად არ ყოფილა. არაერთხელ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და ზუსტად ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე.
რათქმაუნდა ყველას სურს, მაყურებელი მის მხარეს იყოს.მე შევეცდები კონცენტრირება ჩემს თამაშზე გავაკეთო და გარემო პირობებს ნაკლები ყურადღება მივაქციო.“ – განაცხადა ჯოკოვიჩმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.