ხამესმა მატჩისას ადამიანი გადაარჩინა

კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გადაარჩინა. ყატარის ჩემპიონატის მე-13 ტურში, ალ რაიანი ალ ვაკრას შეხვდა. 42-ე წუთზე სტუმართა მცველს კულიბალის გულის შეტევა ჰქონდა. სანამ მასთან ექიმები მივიდოდნენ, მანამდე ხამესი მივიდა, თავი გაუსწორა რათა სუნთქვა შეძლებოდა და ფეხბურთელს დაეხმარა.

როგორც შემდეგ მედიკოსებმა განაცხადეს, ხამესის მოქმედება უმნიშვნელოვანესი იყო ფეხბურთელის გადასარჩენად. რაც შეეხება კულიბალის, მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

ხამესი ყატარში სათამაშოდ წინა წლის ოქტომბერში წავიდა. ახალი გუნდის მაისურით მის ანგარიშზე 7 მატჩი, 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ 3-დან 2 გოლი სწორედ ხსენებულ მატჩში გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.