ხამზატ ჩიმაევი სენტ პიერს, კორმიეს და ლესნარს იწვევს

UFC-ს ამომავალ ვარსკლავს, ხამზატ ჩიმაევს ლეგენდებთან ბრძოლა სურს. მან დღეს თვითერზე UFC-ს ყოფილი ორმაგი ჩემპიონი დენიელ კორმიე, ასევე ორი წონის ჩემპიონი ჯორჯ სენტ პიერი და მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი, WWE-ს ვარსკლავი, ბროკ ლესნარი გამოიწვია.

ხამზატმა ცოტა ხნის წინ, გრეპლინგის წესებით დაპირისპირებაში ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა, ამჯერად კი ოლიმპიურ პრიზიორთან, დენიელ კორმიესთან სურს იგივე გაიმეოროს:

“დისი, მოდი ჭიდაობის ბრძოლა ჩავატაროთ, რას ფიქრობ?”

ჩიმაევმა სენტ პიერსაც კითხვით მიმართა:

“UFC-ს ახალი მეფე ლეგენდის წინააღმდეგ, რას ფიქრობ ჯორჯ?”

რაც შეეხება ლესნარს, აქ ჩეჩენი უფრო რადიკალური იყო:

“მოდი ვიბრძოლოთ იქამდე, რომ მხოლოდ ერთმა დატოვოს გალია”

ხამზატის გამოწვევას მხოლოდ კორმიე გამოეხმაურა: “რეალური ჭიდაობის ბრძოლა? გიჟი ხარ ხამზატ? მიყვარს რომ თავდაჯერებული ხარ მაგრამ ეს 10-0 იქნება ჩემს სასარგებლოდ”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *