ხარები-არესი 28:31
ხარები: 4ლ – კოშაძე (2), ეფრემიძე, მაჭარაშვილი. 4გ – პეტრიაშვილი (3), ბასილაია.
სინბინი: პეტრიაშვილი, მღებრიშვილი
არესი: 3ლ – არჩვაძე, დანგაძე, ჩეჩელაშვილი. 4ს,2გ – თევდორაძე
მსაჯი: გელა ლემონჯავა
დიდი 10-ის მეხუთე ტურის პირველა მატჩშუ რუსთავის ხარები მოულოდნელად შინ დამარცხდა ქუთაისის არესთან – 28:31.
ხარებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო – 14:13. თუმცა, შესვენების შემდეგაც ვერ შეძლო ანგარიშში საგრძნობლად დაწინაურება. რუსთაველები 64-ე წუთამდე 21:18 იგებდნენ, მაგრამ არესმა ინიციატივა ხელთ იგდო და მატჩის დასასრულამდე დარჩენილ დროში ერთი ლელო და ორი საჯარიმო გაიტანა. ბოლო წუთისთვის ქუთაისური გუნდი უკვე 31:21 იგებდა. ხარებმა შეძლეს ლელოს გატანა, მაგრამ ეს მხოლოდ საპრემიო ქულის ასაღებად გამოდგა საკმარისი.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ არესის მგეზავი გიორგი თევდორაძე აღიარეს.