ხარები წინასწარ ფინალში გავიდა

ხარები-ლელო 22:18
ხარები: 3ლ – ქავთარაძე (2), ბასილაია. 2გ,ს – პეტრიაშვილი
სინბინი: ეფრემიძე, ილურიძე
ლელო: 6ს – ასათიანი (5), მამუკაშვილი
სინბინი: აფციაური, სიხარულიძე
მსაჯი: შოთა თევზაძე

რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილზე გასულმა რუსთავის ხარებმა საკუთარ მოედანზე გასავარდნ ფინალში თბილისის ლელოს უმასპინძლა და 22:18 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 22 ქულა მასპინძლებმა მატჩის პირველ ტაიმში მოაგროვეს, რომელიც 10 ქულის სხვაობით 22:12 მოიგეს. შესვენების შემდეგ ლელომ მთლიანად ხელთ იგდო მატჩის სადავეები. თუმცა, მხოლოდ ორი საჯარიმოს გატანა მოახერხა და ლელოს გატანა ვერაფრით შეძლო. რაც უდავოდ, ხარების დაცვაში შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა.

ამრიგად, წინასწარ ფინალში ბოლნისის ყოჩებს რუსთავის ხარები დაუპირისპირდება. ლელომ კი, ჩემპონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ხარების გარემარბი ზურა ქავთარაძე დაასახელეს.

Возможно, это изображение 1 человек, стоит и текст

***
გაიმართა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა. ახალციხის ტაომ შინ დაამარცხა სტეფანწმინდას ყაზბეგი – 36:24. ეყოფათ თუ არა ტაოელებს ეს 12-ქულიანი უპირატესობა დიდ 10-ში თამაშის უფლების მოსაპოვებლად, განმეორებით მატჩში გამოჩნდება, რომელიც ერთი კვირის თავზე უკვე ყაზბეგის მოედანზე გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.