ხარებმა ლელო უშანსოდ დატოვა

ლელო-ხარები 25:33

ლელო: 3ლ – ზამთარძე, ქევხიშვილი (2). 2გ – ასათიანი. 2ს – კალანდაძე, ასათიანი

სინბინი: აბდუშელიშვილი, ბერუაშვილი

ხარები: 3ლ – გოგუაძე, ნარიმანიძე, გოგოლაძე. 4ს,4გ – პეტრიაშვილი

სინბინი: შარვაშიძე, ძმანაშვილი, გვარამიძე, ქანდაურაშვილი

მსაჯი: იოსებ ჯაფარიძე

თბილისის “ლელო” და რუსთავის “ხარები” ლიდერთა შორის არიან. სწორედ ამიტომ მათი დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. რუსთაველები, როგორც ჩანს უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ მატჩს და 33:25 მოიგეს.

“ლელომ” მეტოქეს ბრძოლა პირველ ტაიმსა და მატჩის ბოლო ათ წუთში შეთავაზა, როცა უკვე 22 ქულის სხვაობით აგებდა – 11:33. ლელოელებმა ორი ლელოს გატანა შეძლეს, მაგრამ ეს საპრემიო ქულის ასაღებადაც არ აღმოჩნდა საკმარისი.

მატჩის საუკეთესო მოთამშედ “ხარების” მესამეხაზელი გიორგი ნარიმანიძე დაასახელეს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *