კილიან მბაპე რეალში თავისუფალი აგენტის სტატუსით თუ გადავა, მას მარტო კონტრაქტზე ხელმოწერაში 40 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ის ფაქტი, რომ მადრიდელები მბაპეს სანაცვლოდ ამხელა თანხას იმეტებენ პირველ ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ ესპანურ კლუბს მისი შეძენა მეტისმეტად სურს.
ესპანურ მედიაში ამ დღეებში ითქვა, რომ ამიერიდან, რეალის შემადგენლობაში აღარ არის ფეხბურთელი, რომელიც არ იყიდება — ახლა მთავარი მბაპეს შესაძენი ფულის შოვნაა.
ფრანგი თავდამსხმელი რეალში, ალბათ, გაისად გადავა. ყველაფერი სწორედ ამაზე მიუთითებს. მაგალითად ის, რომ მბაპემ პარი სენ-ჟერმენთანთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა.
კილიან მბაპე პსჟ-ში მონაკოდან მას მერე გადავიდა, რაც 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მონაკოსთან ერთად ის უკვე ფლობდა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს, პარკ დე პრენსზე კი სამჯერ გახდა ლიგა ერთის ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი.