ბარსელონას მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს შესაძლოა ბარსელონა დატოვოს. ეს მან La Sotana-სთან საუბრისას თქვა.
“როცა ვიგრძნობ, რომ კლუბისთვის სარგებლობა ვეღარ მომაქვს, კარიერას დავასრულებ. ეს შესაძლოა ჩემი ბოლო სეზონი იყოს ბარსელონაში. მინდა სწორედ ბლაუგრანა იყოს ჩემი ბოლო გუნდი. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.”-განაცხადა პიკემ.
პიკე სწორედ ბარსელონას აღზრდილია. ესპანური გრანდის მთავარ გუნდში იგი 2008 წლის ზაფხულიდან გამოდის.34 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში ბარსას მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.