ხერარდ პიკე: მეამბოხე პიკე ისევ ჩემშია

ხერარდ პიკე თებერვალში 35 წლის გახდება. ბარსელონას გამოცდილმა მცველმა გუნდიდან შესაძლო წასვლაზე და ასაკის მატებაზე ისაუბრა.

“თავს ვეტერანად არ ვგრძნობ. ახლახანს ვნახე, რომ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვარ, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონას მაისურით გაუტანია და გავბრაზდი. შემდეგ ვნახე, რომ ლიგაში გოლების რაოდენობით რობერტო კარლოსს გავუთანაბრდი და ამან გამახარა. თავს მოხუცად არ ვთვლი. 

ძველებურ ფორმაში არ ვარ. როცა ვნახავ, რომ გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი აღარ ვიქნები როგორც ადრე, წავალ. მეამბოხე პიკე კვლავ ჩემშია. შესაძლოა ყველაზე სწრაფი არ ვარ, მაგრამ ძველებურად მებრძოლი ვარ. 

კარიერას ბარსელონაში დავასრულებ, ეს გადაწყვეტილი მაქვს, თუმცა არ მინდა ბოლო წლები სათადარიგოთა სკამზე გავატარო. თუ მოედანზე იშვიათად გამოსვლა მომიწევს კი ბატონო, თუმცა თუ მთელი წელი სკამზე უნდა გავატარო, მაშინ გუნდს დავტოვებ.”-ციტირებს პიკეს სიტყვებს Mundo Deportivo.

ხერარდ პიკე ბარსელონას აღზრდილია. კარიერის საწყის ეტაპზე იგი ჯერ სარაგოსაში გამოდიოდა, შემდეგ მანჩესტერში. 2008 წელს მან ბარსელონას მაისურა მოირგო და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. ამ სეზონში პიკემ 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *