სარაგბო კლუბ თბილისის ხვამლის ორმა პირველხაზელმა ფრანგულ კლუბებთან კონტრაქტი გააფორმეს. ელიტური, პირველი დივიზიონის სტად ფრანსეში განაგრძობს კარიერას შერკინების 17 წლის ბურჯი სერგო აბრამიშვილი, რომელმაც ახლახან სამხრეთ აფრიკაში გამართულ საერთაორისო ტურნირზე იასპარეზა საქართველოს ახლაგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. პარიზულ კლუბში მას ასევე პირველხაზელები გიორგი მელიქიძე და ვასილ კაკოვინი დახვდებიან.
მეორე დივიზიონის კარკასონთან გააფორმა კონტრაქტი ხვმლის 20 წლის შერკინების კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ხვამლი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს და გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა.