ხვიჩაზე რუსები ისევ წერენ – რუბინში არ ბრუნდება და იტალიაში მიდის…

 

როგორც რუსული სპორტ-ექსპრესი წერს, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ნაპოლია დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ბათუმის დინამოში ითამაშებს, ზაფხულამდე კი ნაპოლისთან კონტრაქტს ხელი უნდა მოაწეროს.

მოგეხსენებათ, სერია ა-მ გადაწყვეტილება მიიღო, „ჩემპიონატის მთლიანობის“ შესანარჩუნებლად რუსეთის პრემიერლიგიდან ფეხბურთელები არ დაიმატოს, რაც ნეაპოლელებისთვის სიტუაციას ართულებს. მიუხედავად ამისა, ეს გარიგება ყველაზე რეალურია.

რაც მთავარია, 21 წლის ქართველი ვინგერი რუბინში დაბრუნებას არ აპირებს.

Leave a comment

Your email address will not be published.