ხვიჩამ და ნაპოლიმ ამსტერდამში შოუ დადგეს – ჩემპიონთა ლიგა განახლდა

AMSTERDAM, NETHERLANDS - OCTOBER 04: Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli celebrates with teammates after scoring their team's fifth goal during the UEFA Champions League group A match between AFC Ajax and SSC Napoli at Johan Cruyff Arena on October 04, 2022 in Amsterdam, Netherlands. (Photo by Dean Mouhtaropoulos/Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში 8 მატჩი გაიმართა. დღევანდელ სათამაშო დღეს შედეგის მხრივ მხოლოდ 1 სენსაცია დაფიქსირდა, ბრიუგემ ატლეტიკო 2:0 დაამარცხა. სენსაციად შესაძლოა ამსტერდამ არენაზე გამართული მატჩის ანგარიშიც ჩაითვალოს, სადაც ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას თაოსნობით აიაქსი 6:1 დაამარცხა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სწორედ აიაქსი – ნაპოლის დაპირისპირება იყო. მატჩი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველი გოლი აიაქსმა გაიტანა. მე-9 წუთზე ანგარიში კადუსმა გახსნა, ამის შემდეგ კვლავ ნაპოლი უტევდა და მე-18-ზე რასპადორიმ გაათანაბრა. 5 წუთში კი კვარაცხელიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, დი ლორენცომ შეაგდო. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ზელინსკიმაც გაიტანა.

თითქმის მთელმა მეორე ტაიმმა ნაპოლის უპირატესობით ჩაიარა. სათქმელია, რომ ამსტერდამელები საკმაოდ უხეშობდნენ, მათ შორის კვარაცხელიას წინააღმდეგაც, თუმცა ამ ყველაფერს იტალიელებისთვის ხელი არ შეუშლია. 47-ზე რასპადორიმ დუბლი შეასრულა, 63-ზე კი მოხდა ის, რასაც დიდი ხანია ველით. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ლიგაში 17 წლიანი პაუზის შემდეგ შეაგდო. მანამდე ბოლოს ეს ლევან კობიაშვილმა გააკეთა, რომელმაც შალკე 04-ის რიგებში პსვ ეინდჰოვენთან ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩს 81-ე წუთზე წერტილი ჯოვანი სიმეონემ დაუსვა. აიაქსმა ანტირეკორდი დაამყარა, ნიდერლანდულმა გუნდმა ევროტურნირებზე ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო და 6 გოლი ისტორიაში პირველად გაუშვა.

დანარჩენი მატჩებიდან ტურის ასევე გამორჩეული შეხვედრა სან სიროზე გაიმართა, სადაც ინტერმა ბარსელონა 1:0 დაამარცხა, ბაიერნმა ვიქტორია პლზენი მიიღო და 5:0 გაანადგურა, 1:0 დასრულდა პორტუ – ბაიერის მატჩი, ლივერპულმა რეინჯერსი 2:0 დაამარცხა, უგოლოდ დასრულდა აინტრახტი – ტოტენჰემის დაპირისპირება, ბრიუგემ ბევრისთვის მოულოდნელად ატლეტიკო 2:0 დაამარცხა, 4:1 მორჩა მარსელი – სპორტინგის მატჩი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *