ხვიჩამ ითამაშა: 10 კვირის მერე პირველად

ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინი-ურალის ამხანაგურ მატჩში ითამაშა. რუბინმა 0:2 წააგო… ხვიჩა ძირითადში იყო და 65 წუთი იყო მოედამზე, ხოლო ზურიკო დავითაშვილი პირიქით, 65-ეზე შევიდა. სხვათა შორის, გუნდებმა სამი ტაიმი ითამაშეს, რათა ბევრი ფეხბურთელი ენახათ საქმეში.

კვარაცხელიას ბოლოს 18 აპრილს ჰქონდა ნათამაშევი, მას მერე კი ორ თვეზე მეტი გავიდა. 10 კვირა.

რაც შეეხება ტრანსფერს, ჯერ მნიშვნელოვანი არაფერია. ოჯახისგან შევიტყვეთ, სიახლე უფრო ევროპის ჩემპიონატის დასრულების მერე არის მოსალოდნელი.

აი, რა თქვა კვარაზე მიუნხენ 1860-ის ყოფილმა მწვრთნელმა დენის ბუშუევმა, როცა ბუნდესლიგაში თამშის პერსპექტივაზე ჰკითხეს:

„კვარაცხელია იგივე მასშტაბისაა, როგორც რობენი და რიბერი. ბუნდესლიგის ხუთეულის გუნდში თავისუფლად ითამაშებდა, რადგან სასწაული ტექნიკა და კარისკენ სწრაფვა აქვს. ასეთი ფეხბურთელების რიცხვი გერმანიაში სულ უფრო და უფრო მცირდება“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *