ინტერნეტ სივრცეში ხვიჩა კვარაცხელიაზე მორიგი შესანიშნავი ვიდეო დაიდო. ვიდეოში ხვიჩას ნაპოლიში, რუბინში და საქართველოს ნაკრებში თამაშის მომენტებია. გოლები, დრიბლინგები, პასები…
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ წელის მცირე ტრავმის გამო, რამდენიმე მატჩი გამოტოვა. იგი ახლა სრულად გამოჯანმრთელდა და გუნდთან თურქეთში ემზადება.
ხვიჩამ ნეაპოლელთა მაისურით ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.