სიახლეები ხვიჩა კვარაცხელიაზე. იტალიური საიტები წერენ, რომ ქართველი ფეხბურთელით მილანი არა, მაგრამ ინგლისური კლუბია დაინტერესებული – ტოტენჰემი. MilanNews და Sky Italia აღნიშნავენ, რომ მილანი კვარაცხელიას ვარიანტს არ განიხილავს, რადგან მარცხენა შემტევის პოზიციას პრობლემურად არ თვლის.
ტოტენჰემს პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ წვრთნის. ერთიცაა: გუნდმა დღეს ოფიციალურად გაიფორმა შემტევი ბრიან ხილი, არგენტინელი ერიკ ლამელა კი სევილიაში გადავიდა. ხილიც სევილიას საკუთრება იყო და ეიბარში გახლდათ იჯარით.
ისიც მარცხნიდან უტევს, როგორც ხვიჩა… თუმცა სხვადასხვა სათამაშო სტილის არიან.