“ხვიჩა კვარაცხელიას დაუჯერებელი მომენტები, რომელმაც მსოფლიო გააოცა” – ასეთი სათაურით დაიდო კვარაცხელიასთან დაკავშირებით მორიგი ვიდეო. ვიდეოში ნაპოლის მაისურით ამ სეზონის გამორჩეული მომენტებია.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ტრავმირებულია. მან ემპოლისთან მატჩი გამოტოვა და დიდი შანსია გუნდს ვერც უდინეზესთან დაეხმაროს.