მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, საქართველოს ნაკრები შვედეთს მასპინძლობს. მატჩის მე-60 წუთზე საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა – შორეული ჯარიმის ტექნიკურად ჩამოწოდების შემდეგ, საჯარიმოში არეულობით ხვიჩამ კარგად ისარგებლა და ბურთი მეტოქის კარის ბადეში ახლო მანძილიდან მოათავსა. ხოლო თამაშის 76-ე წუთზე, დრიბლინგის შედეგად მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა. ეს მისთვის მიმდინარე ციკლში მეოთხე გოლი იყო.
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი და შვედეთი ორი გოლით მარცხდება [VIDEO]
