ხვიჩა კვარაცხელია: სკუდეტომდე დიდი გზაა

იტალიურმა Dazn Heroes-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ვიდეო ინტერვიუ ჩაწერა. ქართველმა შემტევმა ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ლუჩანო სპალეტი, სკუდეტო, რონალდუ თუ მესი… ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაზეც ხვიჩას ჰკითხეს.

“მას მერე რაც ნაპოლიში გადმოვედი, ბევრი მეტსახელი შემარქვეს, მაგრამ ჩემი ფავორიტი ცხადია კვარადონაა. თუ სახელი მარადონას მცირე ნაწილი მაინც არის შენში შერეული, გამორიცხულია საოცარი რამ არ იგრძნო. ნეაპოლი საოცარი ქალაქია თავისი სილამაზეებით და ხალხით. ეს ქალაქი ჩემთვის სიყვარულია. 

გამიხარდა, რომ ჩემით ასეთი დიდი გუნდი დაინტერესდა როგორიც ნაპოლია. მოლაპარაკებები დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა. როცა ნაპოლის მატჩებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ შემეძლო ამ გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი. 

რონალდუს და მესის შორის არჩევანის გაკეთება რთულია, თუმცა ჩემი კუმირი კრიშტიანუა. 

ჯერ კიდევ შორს ვარ იმისგან, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო, თუმცა პროგრესისთვის ყველაფერს გავაკეთებ. 

ლუჩანო სპალეტის ყველა ფეხბურთელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ძალიან გახსნილია. სპალეტი ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია. 

სეზონი გრძელია და სკუდეტოს მოგებაზე ჯერ არ ვფიქრობთ. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია.” – განაცხადა კვარაცხელიამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *