საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა და მატჩის შემდეგ კომენტარი დუბლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
“პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. კარიერაში დუბლი პირველად შევასრულე და შედეგობრივად საუკეთესო თამაში ჩავატარე. ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და დუბლზე მეტად ეს მახარებს.
ჩემზე სატრანსფერო ჭორებს არანაირი ზემოქმედება არ მოუტანია. ფეხბურთელი ვარ და ამას უნდა შევეჩვიო. გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი.
ბათუმში ძალიან მაგარი გულშემატკივრები არიან. დღევანდელი დღისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.”-განაცხადა ქართველმა შემტევმა.