საუკუნის აღმოჩენა

DIEGO ARMANDO MARADONA STADIUM, NAPLES, CAMPANIA, ITALY - 2023/01/29: SSC Napolis forward Khvicha Kvaratskhelia looks during the Serie A football match between SSC Napoli and AS Roma . Napoli won 2-1. (Photo by Antonio Balasco/KONTROLAB/LightRocket via Getty Images)

უცხოურმა გამოცემამ hitc.com-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის დონალდ ჰაჩისონის სიტყვებიც არის, სადაც კვარაცხელიას “საუკუნის აღმოჩენა” უწოდა.

“2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ნაპოლი, რომელმაც რამდენიმე ლიდერი გაასხვისა, ნიჭიერ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ფაბრიციო რომანო იუწყებოდა, რომ იმ ხანად ფეხბურთელით ტოტენჰემიც იყო დაინტერესებული.

ნაპოლიში ტრანსფერის შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელი მაღალ დონეზე ათამაშდა. კვარაცხელია ახლა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევია. მისით არსენალი და მანჩესტერ სიტი არიან დაინტერესებულები.

ერთი რამ ცხადია, კვარაცხელია ჯერ არსად წავა, რადგან ნაპოლიში ისტორიის შექმნას აპირებს. კვარაცხელიას ანგარიშზე სერია ა-ს 15 მატჩში 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, ნაპოლის კი ჩემპიონობის ამბიცია აქვს.

კვარაცხელია საუკუნის აღმოჩენაა, რადგან ის უბრალოდ აღმაშფოთებელია.” – თქვა ჰაჩისონმა.” – წერია სტატიაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *