ხვიჩა მოვიდა, ელმასი – წავიდა

როგორც ტრანსფერების ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო წერს, ახლა ნაპოლის უკვე შეუძლია ლოსანოსა და ელმასის გაყიდვა.

ლოსანო იტალიურმა კლუბმა 2019 წელს პსვ-გან 45 მილიონ ევროდ იყიდა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მისგან მეტს ელოდნენ, თუმცა იმასაც დასძენდნენ, რომ მექსიკელი მისთვის ყველაზე მოხერხებული პოზიციიდან ლორენცო ინსინიემ განდევნა. ჩაკიმ 115 ოფიციალურ შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი ჩააწოდა.

Eljif Elmas'ı İtalya'da zor günler bekliyor! Napoli'nin flaş kararı... - Spor Haberi

რაც შეეხება ჩრდილო მაკედონიელ ელმასს, ის ოქტომბერში 23 წლის გახდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემტევი ნახევარმცველი ევერტონს მოსწონს. ნაპოლისთან მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა. პარტენოპეელებმა ელმასი ფენერბაჰჩესგან იყიდეს — 2019 წელს მასში 16,2 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ეს ტრანსფერები დიდწილად ნაპოლიში ხვიჩას მისვლამაც გამოიწვია…

Leave a comment

Your email address will not be published.