ხვიჩა – ნაპოლი, აიაქსი და შესაძლო ქვედინებები

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში შესაძლო გადასვლაზე იტალიური საიტები აქტიურად წერენ… ხვიჩას გარდა, ნაპოლიში ბელგიის ლიგიდან ორი ფეხბურთელის შეძენაზეა საუბარი: შარლ დე კეტელარი და ნოაო ლანგი.

რა არის ამ ეტაპზე ცნობილი? ფეხბურთელთან დაახლოებული პირისგან ვიცით, რომ იტალიური კლუბის საკითხი გადაწყვეტილია და კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლაზე მაისის ბოლოს გამოცხადდება. ასე გვეუბნებიან და დრამატიზირება ნამდვილად არ გვსურს – გამოჩნდება…

კიდევ რაც ვიცით, ამსტერდამის აიაქსის ვარიანტი რეალური იყო. საიაკ სვარტი (აიაქსის ლეგენდა, 83 წლის კაცი) ესაუბრა ფეხბურთელის მხარეს, თუმცა უარი – ნაპოლის თემა გადაწყვეტილიაო.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გვაქვს: ორი სხვადასხვა წყაროდან გვითხრეს. არ გამოვრიცხოთ, რომ რაიმე ქვედინებები კიდევ იყოს, რადგან ყველა მიხვდა – ალბათ, მთვარეზე გაფრენა არაა ისეთი ძნელი, ვიდრე ქართველი ფეხბურთელის რუსეთიდან წასვლა… ამიტომაც, მტკიცებით ფორმას მოვერიდებით.

ახლა კვარა ბათუმის დინამოში იქნება – მაისის ბოლომდე.

Leave a comment

Your email address will not be published.