ხვიჩა – ხუთშაბათიდან თურქეთში

La Gazzetta Dello Sport-ში კიდევ ერთხელ დაიწერა სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე. განსაკუთრებული სიახლე არაფერი, მაგრამ სასიხარულოა, როცა ამ ტექსტს ვკითხულობთ:

„და კიდევ, ნაპოლის ჰყავს კვარაცხელია, რომელიც ავსებს ტრიბუნებს. ქართველის თამაში ნეაპოლელ გულშემატკივრებს განსაკუთრებულობას, ფანტაზიასა და ლამაზ საფეხბურთო ელემენტებს სთავაზობს. მან დიეგო მარადონას სტადიონზე სიხარულით წამსვლელთა რიცხვი გაზარდა“.

კვარაცხელია სამშაბათს შეუერთდება ნაპოლის და ხუთშაბათს  გუნდს თურქეთში გაჰყვება შეკრებაზე. იმედოვნებენ, რომ ხვიჩა ნაყოფიერად ჩაატარებს ამ შეკრებას, რადგან საკმაოდ დაისვენა და ის პრობლემებიც თითქმის უკან დარჩა. თუმცა ნაპოლის ექიმები, რა თქმა უნდა, გასინჯავენ და გადაწყვეტენ.

ნაპოლის მხოლოდ 5 ფეხბურთელია მუნდიალზე, დანარჩენები კი ადგილზე იქნებიან და წესით, ამ მხრივაც უპირატესობა ექნებათ სხვა იტალიურ კლუბებთან შედარებით. ანუ, უკეთ, ნაკლები დანაკლისით მომზადების პერსპექტივით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *